შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
ბევრი ადამიანისთვის შემოდგომა ალერგიული სიმპტომების მხრივ გაზაფხულზე არანაკლებ საყურადღებო პერიოდია. ამ სეზონზე ერთმანეთს ემთხვევა მცენარეული მტვრის, ობის სოკოს სპორებისა და შენობის შიდა ალერგენების ზემოქმედება.
სარეველა მცენარეები
აგვისტოს ბოლოდან გვიან შემოდგომამდე ალერგიული სიმპტომების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი სარეველა მცენარეების (ამბროზია და ავშანი) მტვერია. განსაკუთრებით ძლიერი ალერგენია ამბროზიის მტვერი, რომელიც ჰაერის ნაკადით დიდ მანძილზე ვრცელდება და მგრძნობიარე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს ცემინება, ცხვირის გაჭედვა და ქავილი, წყლისებრი გამონადენი და თვალების გაღიზიანება.
ობის სოკოს სპორები
დაცვენილი ფოთლები, ნესტიანი გარემო და ხშირი წვიმები ხელს უწყობს ობის სოკოს გავრცელებას. მისი სპორები გვხვდება როგორც გარეთ — პარკებში, ტყეებსა და დაცვენილ ფოთლებში — ისე შენობებში, განსაკუთრებით ნესტიან და ცუდად განიავებულ სივრცეებში.
ოთახის მტვრის ტკიპები
ცივი სეზონის დაწყებასთან ერთად მეტ დროს ვატარებთ დახურულ სივრცეებში. არასაკმარისი განიავება და მომატებული ტენიანობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოთახის მტვრის ტკიპებისთვის. ისინი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ლოგინში, რბილ ავეჯში, ხალიჩებსა და სხვა ქსოვილოვან ზედაპირებზე.
შემოდგომის ხილი და ბოსტნეული
ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია აქვს, შესაძლოა გარკვეულ უმ ხილსა და ბოსტნეულზე განუვითარდეს ჯვარედინი რეაქცია — მაგალითად, პირისა და ყელის ქავილი ან დისკომფორტი.
თუ სიმპტომები გახანგრძლივდა, ხშირად მეორდება ან ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასურველია მიზეზის შეფასება ალერგოლოგთან და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:(+995 32) 2 52 05 33 გივი ჟვანიას ქ. #2
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
215
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
254
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
377
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
298
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,461