ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?

როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?

26 სექტემბერი, 2026

გიგრძვნიათ ოდესმე ყელის ქავილი ვაშლის ჩაკბეჩისას ან ტუჩების შეშუპება კივის მიღებისას? მაშინ თქვენ შეიძლება გქონდეთ ორალური ალერგიის სინდრომი, რომელსაც ასევე მცენარე - საკვების სინდრომს უწოდებენ.

რომელია ჯვარედიანად მორეაგირე მცენარე და საკვები?
არყის ხე: ნუში, ვაშლი, გარგარი, ალუბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, კივი, სტაფილო, ნიახური, ქინძი, თხილი.
ბალახები: ნესვი, საზამთრო, პომიდორი, ატამი, ფორთოხალი, ნიახური.
სარეველები: ნესვი, საზამთრო, ბანანი, მზესუმზირა, კიტრი.

თუ თქვენ უკვე იცით, რომ გარკვეული ხილი ან ბოსტნეული მცენარეების ყვავილობის სეზონზე დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი წესები:

დროულად მიმართეთ ალერგოლოგს - პროფესიონალური კონსულტაცია აუცილებელია ალერგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

დაიცავით სეზონურობა - მოერიდეთ თქვენთვის საზიანო პროდუქტების მიღებას სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მათთან „ჯვარედინად მორეაგირე“ მცენარეები ყვავიან.

თერმული დამუშავება - ყვავილობის სეზონზე მოერიდეთ უმი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. თერმული დამუშავება ხშირად ანეიტრალებს იმ ცილებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციას იწვევს.

გათალეთ ნაყოფი - ალერგენული ცილების უმეტესობა სწორედ ხილისა და ბოსტნეულის კანშია მოთავსებული. მათი გათლა საგრძნობლად ამცირებს რეაქციის რისკს.


ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ ნომერზე:(+995 32) 2 52 05 33

ნუკი