შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
თქვენს ურთიერთობაში ზოგჯერ სამი წევრია — შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი.
წარმოიდგინე: საღამოა. დივანზე გვერდიგვერდ ზიხართ, მაგრამ ორივე საკუთარ ეკრანს უყურებთ.
ერთი შეხედვით, უბრალოდ „ვსქროლავთ“.
მაგრამ ტელეფონი ურთიერთობაში მხოლოდ გასართობი მოწყობილობა აღარ არის. ზოგჯერ სწორედ მისი საშუალებით ვცდილობთ საკუთარი შფოთვის მართვას.
2026 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულმა კვლევამ აღწერა საინტერესო ფენომენი — Digital Dysregulation: სიტუაციები, როცა ციფრული ქცევები პარტნიორთან დაკავშირებულ შფოთვას დამშვიდების ნაცვლად კიდევ უფრო აძლიერებს.
გეცნობა?
„წაიკითხა და არ მპასუხობს.“
ორი ლურჯი ნიშანი გამოჩნდა. პასუხი არა. და გონება იწყებს:
"რა მოხდა?“ „რამე დავაშავე?“ „რატომ არ მწერს?“
"ონლაინშია, მაგრამ ჩემთან არა.“
შენს მესიჯს არ პასუხობს, მაგრამ ხედავ, რომ სოციალურ ქსელში აქტიურია.
მესიჯის მოლოდინისას ტელეფონს ყოველ რამდენიმე წუთში ამოწმებ.
თითქოს კიდევ ერთხელ შემოწმება შფოთვას მოგიხსნის.
ჩხუბის დროს ტელეფონში გარბიხარ.
საუბარი რთულდება — და ერთ-ერთი თქვენგანი ეკრანს აფარებს თავს.
რატომ ხდება ეს?
როცა ურთიერთობაში გაურკვევლობა ან დაშორების შიში ჩნდება, ზოგჯერ პარტნიორთან პირდაპირ საუბარს ონლაინ-სიგნალების კონტროლით ვცვლით:
ნახა? ონლაინ არის? ვის პასუხობს? რატომ არ მპასუხობს?
პრობლემა ისაა, რომ ეს ინფორმაცია ხშირად პასუხს კი არ გვაძლევს, არამედ ინტერპრეტაციისთვის კიდევ მეტ მასალას გვიტოვებს.
რისი გაკეთება შეიძლება?
შეამცირეთ ციფრული „დეტექტივობა“.
თუ Read Receipts ან Last Seen მუდმივად გაშფოთებს, მათი გამორთვა შეიძლება კარგი ექსპერიმენტი იყოს.
შეთანხმდით კომუნიკაციის წესებზე.
მაგალითად: *„თუ სამუშაო დროს რამდენიმე საათი ვერ გპასუხობ, ეს იგნორი არ არის.“*
შექმენით უეკრანო დრო.
ვახშამი, მნიშვნელოვანი საუბარი ან დღის გარკვეული მონაკვეთი — ტელეფონის გარეშე.
და ყველაზე საინტერესო კითხვა:
როცა პარტნიორთან დაკავშირებით ვშფოთავ, მას ველაპარაკები — თუ მის ონლაინ-სტატუსს ვამოწმებ?
ზოგჯერ პრობლემა ტელეფონი არ არის.
პრობლემა ისაა, რასაც ტელეფონის საშუალებით ვცდილობთ გავუმკლავდეთ.
ბოლო სიახლეები
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
190
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
223
ატოპიური დერმატიტი — როგორ მოვუაროთ კანს და შევამციროთ გამწვავების რისკი?
266
ალერგია ბავშვთა ასაკში,თანამედროვე მიდგომები პრევენცია და მკურნალობა
556