რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ?!

თარიღი: 08 მაისი, 2018

რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ?!  მკურნალობის თავისებურებები და გართულებები

საუბრობს აკად.ნ.ყიფშიძის სახ.ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი

 

რა არის ქოლესტერინი?

ქოლესტერინი მიეკუთვნება ორგანულ შენაერთებს, ლიპიდებს, რომლებიც  ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად ან სინთეზირდება ღვიძლის მიერ. ქოლესტერინი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის.

ქოლესტერინის ძირითადი ნაწილი გამომუშავდება ღვიძლის მიერ, ის ორგანიზმის მთავარი ფილტრი და ბიოქიმიური ლაბორატორია. სწორედ ღვიძლის უჯრედებში - ჰეპატოციტებში ხდება ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფა. ეს ხდება ფერმენტების თანამონაწილეობით.ისინი რთავენ რეაქციების მთელს რიგს. ჟანგვა აღდგენა და მეთილირება. შედეგად უცხო ნივთიერებები , უკვე გაუვნებელყოფილი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან.  ღვიძლის უჯრედებში ასევე მიმდინარეობს ლიპიდების და ქოლესტერინის ცვლა.

ქოლესტერინის დაახლოებით 20% _ს ადამიანი იღებს საკვების მეშვეობით, კვებითი ქოლესტერინემიის მკურნალობა გაცილებით ადვილია, საკვები რაციონის გაკონტროლებით. 

– სასურველია, კვების რაციონში შეიზღუდოს ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ცხიმიანი  ხორცის პროდუქტები, ძეხვეული და ხორციანი ღვეზელები და ა.შ., კარაქი, ცხოველური წარმოშობის ერბო და ღორის ქონი, ყველი, განსაკუთრებით კი მაგარი ყველი, არაჟანი, ნაღები და ნაყინი, ბისკვიტები, ნამცხვრები და ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

ქოლესტერინის სიჭარბე სისხლში - ე.წ ქოლესტერინემია, არის პირველადი რგოლი რომელიც იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რადგან ქოლესტერინის სიჭარბის დროს, სისხლი ხდება შედარებით უფრო ბლანტი, ნელდება ცირკულაცია  და ჭარბი ქოლესტერინი ილექება  სისხვძარღვის კედელზე, რაც იწვევს სისხლძარღვთა სანათურის შევიწროვებას და  შემდგომში შესაძლოა  განვითარდეს  ინფარქტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა,  ინსულტი და ა.შ ასე, რომ უმნიშვნელოვანესია ქოლესტერინის დონის კონტროლი სისხლში, რათა თავიდან ავიცილოთ ზემოთ აღნიშნული პრობლემები. ნორმაში საერთო ქოლესტერინის დონე სისხლში განისაძღვრება ლიპოპროტეინების ელემენტით. არსებობს ე.წ  „კარგი“ ქოლესტერინი  (მაღალმოლეკულური) და „ცუდი“  (დაბალმოლეკულური)  სწორედ  თანაფარდობა კარგ და ცუდ ლიპოპროტეინებს შორის განსაზღვრავს  ათეროგენულ ფაქტორსაც.

აღსანიშნავია, რომ ქოლესტერინის დონე ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით იცვლება. წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ სასურველია, ზრდასრულმა ქოლესტერინის დონე რეგულარულად შეიმოწმოს. ბავშვებს მაღალი ქოლესტერინი თითქმის არ აწუხებთ, ზრდასრულებში კი მაღალი ქოლესტერინის მიმართ მიდრეკილები მამაკაცები უფრო არიან, ვიდრე ქალები.

 

როგორ მოვაწესრიგოდ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში?

ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად, პირველ რიგში როგორც უკვე ავღნიშნეთ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის  დაცვა, ინიშნება დიეტა რომელიც ზღუდავს  ზედმეტად ცხიმიან საკვებს, ნახარშებს, ასევე იზღუდება ალკოჰოლის მიღება და იკრძალება თამბაქოს მოხმარება . რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, რ აც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის  ნორმალიზაციას.  რა თქმა უნდა, ასევე  მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

 

მედიკამენტოზური მკურნალობაზე რას გვეტყოდით?

ძირითადად მკურნალობა ხდება სპეციალური ჯგუფის პრეპარატებით  - სტატინებით.  რომელთა მოქმედების  ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი კვლევით, თუმცა ასევე ცნობილია ის ფაქტი , რომ ხანგრძლივი გამოყენების შედეგად  სტატინებს აქვს ძლიერი ჰეპატოტოქსიური მოქმედება ანუ უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე,  სტატინები ამცირებენ საერთო ქოლესტერინის დონეს, რაშიც  იგულისხმება მოქმედება როგორც  „კარგ“ ასევე „ცუდ“  ლიპოპროტეინებზე. ამიტომ სტატინებტან ერთად კომბინაციაში, ან სტატინებით მკურნალობის კურსთაშორის პერიოდში  , რეკომენდებულია   დაინიშნოს  ღვიძლის ფუნქციის დამცავი პრეპარატები, რომლებიც  არ ცვლიან  სტატინების მოქმედებას, არ წარმოადგენენ მათ ალტერნატივას, მაგრამ  იცავენ ღვიძლს წამლისმიერი დაზიანებისაგან და ხელს უწყობენ ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ასეთ  პრეპარატს მიეკუთვნება მაგალითად ღვიძლის ფუნქციის დამცავი  პრეპარატი , ჰეპატოპროტექტორი ესლიდინი. რომელიც  შეიცავს  ორ კომპონენტს -  (ღვიძლის საშენი მასალას - ესენციალურ  ფოსფოლიპიდებს და ბუნებრივ  ანტიოქსიდანტს, შეუცვლელი ამინომჟავა  - მეთიონინს), ასეთი შემადგენლობით ესლიდინი იცავს :ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისაგან, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას. 

ესლიდინი ახდენს ღვიძლის კომპლექსურ დახმარებას და დაცვას . როგორც ავღნიშნეთ, ეს კომბინირებული ჰეპატოპროტექტორი ესლიდინი,  შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავას მეთიონინს და ესენციალურ  ფოსფოლიპიდებს. მეთიონინი მომაწილეობს ქსენობიოტიკების (ტოქსიური ნივთიერებების)  ნეიტრალიზაციაში, და ააქტივებს მეთილირების -სასიცოცხლო პროცესს, ქსენობიოტიკები გაუვნებელყოფდება და ტრანსფორმირდებიან ადვილად გამოდევნად პროდუქტებში. მეთიონინი ასევე  აწესრიგებს და არეგულირებს ლიპიდების ცვლას ღვიძლში. ესენციალური ფოსფოლიპიდები იღებენ თავის თავზე თავისუფალი რადიკალების დარტყმას, გარდა ამისა აღადგენენ  ჰეპატოციტების დაზიანებული მემბრანის ნაწილს, ხდება ლიპოპროტეინების სინთეზის  ნორმალიზდება, მათ შორის მაღალი სიმკვრის ლიპოპროტეინების- ე.წ კარგი ლიპოპროტეინების.  ესლიდინი ხასიათდება ძლიერი დეტოქსიკაციური მოქმედებით, მძიმე მოწამვლების დროს. (ალკოჰოლი, ტოქსინები, ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება). ესლიდინი: აღადგენს ღვიზლის ფუნქციას; ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას ;აფერხებს  ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას .

ამგვარად შეიძლება ითქვას რომ ქოლესტერინის მაჩვენებლის ნორმალიზება ხდება კომპლექსური გზით. მხოლოდ ასეთი რაციონალური და ფაქიზი  მიდგომით (ჯანსაღი ცხოვრების წესი, სტატინები და ღვიძლის დამცავები) შესაძლოა დადებითი და მდგრადი  ეფექტის მიღება.

 

რას ურჩევდით მკითხველს ? 

პირველ რიგში ვუსურვებდი ჯანმრთელობას! რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის, ამისათვის საჭიროა: სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესი! სწორი კვება! 30–40 წლის შემდეგ წელიწადში 2_ჯერ მაინც მივმართოდ ექიმს და ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები, რაც გვიანი დიაგნოსტირებისას გვხვდება.