Nutricia
ქრონიკული ვენური უკმარისობა, სიმპტომები და მისი მკურნალობა

თარიღი: 24 ივლისი, 2020

სისხლძარღვთა პათოლოგიები, გარდა იმისა, რომ შემაწუხებელი სიმპტომების გამო მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის. სისხლძარღვთა პათოლოგიის ერთ-ერთ ფორმაზე, ქრონიკულ ვენურ უკმარისობაზე, მის სიმპტომებზე, გართულებებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება დავით კობახიძე – ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ანგიოქირურგი:

ბატონო დავით, რადგან დღეს სისხლძარღვოვან სისტემაზე ვსაუბრობთ, გვითხარით, როგორი ტიპის დაავადებები არსებობს და ყველაზე გავრცელებული რომელია მათ შორის?
სისხლძარღვთა პათოლოგიები მოიცავს ვენური სისტემისა და არტერიული სისტემის პათოლოგიებს. არტერიული პათოლოგიები ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ვენური სისტემის პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ვენური უკმარისობაა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის დაახლოვებით 70%-ს აღენიშნება. სქესთა თანაფარდობის მიხედვით, დაავადების უფრო მაღალი წილი ქალებზე მოდის, რასაც განაპირობებს ჰორმონალური ცვლილებები, ორსულობა, პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება და სხვა ფაქტორები. გარდა ამისა, ვენური სისტემის დაავადებები როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში შესაძლოა გამოწვეული იყოს ისეთი რისკ-ფაქტორებით, როგორიც არის გენეტიკა, ჭარბი წონა, სპეციფიური სამუშაო, რომლის დროსაც ადამიანს უწევს ხანგრძლივად დგომა, ფეხზე დგომა ან მაღალი ტემპერატურის მოწყობილობებთან მუშაობა, ტრავმები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ

ხშირად გვსმენია, რომ ქრონიკულ ვენურ უკმარისობას ახასიათებს ქვედა კიდურებში სიმძიმე, შეშუპება, ტკივილი და ა.შ უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ამ სიმპტომების შესახებ…
ხშირად, როდესაც პაციენტს ვიზუალურად არ აქვს მანიფესტირებული ვარიკოზული ვენები ან ტელანგიექტაზიები, ზოგიერთი სიმპტომის არსებობას სხვა დაავადებას უკავშირებენ და მხოლოდ მრავალი ძიების შემდეგ ადგენენ, რომ მიზეზი ქვუ არის. მაგალითად, ქვედა კიდურების ტკივილი და შეშუპება.

ტკივილი ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია. ქვუ-ს ტკივილის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად  გვევლინება ფლებიტი ანუ ვენების კედლის ანთება, რომელიც ასევე იწვევს შეშუპებას და სიწითლეს. ტკივილი, დღის განმავლობაში თანდათან მატულობს და საღამოს პიკს აღწევს. დილით ტკივილი ნაკლებად აწუხებს პაციენტს.

შეშუპება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. იგი ხშირად ასოცირდება, მაგალითად გულის, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობასთან. თუ ქვედა კიდური დილით არ არის შეშუპებული, ხოლო დღის განმავლობაში ნელ-ნელა შუპდება და საღამოს კიდევ უფრო შემაწუხებელი და შესამჩნევი ხდება, საუბარია ვენური სისტემის დისფუნქციით გამოწვეულ შეშუპებაზე. ვენის სარქველის დაზიანებისას ვითარდება ვენური უკმარისობა, შედეგად ვენურ სისხლს უჭირს გულისკენ ადინება, სისხლი ქვედა კიდურებში გუბდება და ვითარდება შეშუპება. „შეგუბებული“ სისხლი აწვება სისხლძარღვებს, იზრდება ვენური წნევა, ზიანდება სისხლძარღვის კედელი და სისხლი ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. შედეგად, შეშუპებას თან ერთვის სიმძიმის, წვის, ტკივილისა და დისკომფორტის განცდა. თუ დროულად არ მოხდა დაავადების მართვა, შეშუპების შემდეგ ირღვევა ტროფიკა, ვითარდება კანის პიგმენტაცია და იზრდება ტროფიკული წყლულების განვითარების რისკი. რაც შეეხება შეშუპების სხვა გამომწვევ მიზეზებს, ის დაკავშირებულია ცხოვრების წესთან, მძიმე ფიზიკურ შრომასთან, წონის მატებასთან, არაკომფორტული ფეხსაცმელის ტარებასთან და ა.შ. ამ ფაქტორების დროული ცვლილებით შეშუპების კუპირება ადვილად ხდება.

ბატონო დავით, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვენურმა უკმარისობამ?
თუ დაავადებას არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, ის სწრაფად პროგრესირებს და შესაძლოა გამოიწვიოს ტროფიკული წყლულები, რომლის განვითარების 80% ქრონიკული ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაზე მოდის ან თრომბოფლებიტი, რომელიც შესაძლოა გართულდეს ფილტვის არტერიის ემბოლიით.

როგორია ქვუ-ს პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე რეკომენდაციები?
ქვუ-ს პრევენცია მოიცავს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას და დაბალანსებულ კვებას, ასევე მნიშვნელოვანია წონის კონტროლი, რადგან ჭარბი წონა ზრდის დაავადების განვითარების რისკს. არსებობს კონსერვატიული მკურნალობა: მედიკამენტოზური და კომპრესიულ თერაპია და მაკორექტირებელი – ქირურგიული მკურნალობა: სკლეროთერაპია, ღია ოპერაცია და ლაზერული აბლაცია. ქვუ-ს ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაავადების გართულების რისკების კუპირებისათვის რეკომენდებულია ვენოაქტიური მედიკამენტების გამოყენება. ამ ჯგუფის მედიკამენტებს პაციენტები ხშირად საკუთარი სურვილითაც ყიდულობენ. ვურჩევ, რომ ყურადღება მიაქციონ მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას, რამდენად სანდო და ცნობილია იგი; შემადგენლობას – სასურველია გააჩნდეს კომპლექსური მოქმედება და არ იყოს მიმართული მხოლოდ სიმპტომების მოხსნაზე; რადგან ვენოაქტიური მედიკამენტი ხანგრძლივად მიიღება, მათ მიერ შერჩეულ მედიკამენტს უნდა გააჩნდეს კლინიკური კვლევებით გამყარებული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მაჩვენებელი. აღნიშნული კრიტერიუმების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შევარჩიე ევროპაში აღიარებული, ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მიერ წარმოებული ბრენდი „ვარიქსინალი“, რომელსაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც უწევენ რეკომენდაციას და სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და სანდოობით როგორც ევროპის, ასევე საქართველოს საექიმო საზოგადოებაში. „ვარიქსინალის აბი“ მისი განსხვავებული, კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებული შემადგენლობიდან გამომდინარე მოქმედებს ვენური უკმარისობის გამომწვევ ყველა პათოლოგიურ კერაზე, ახდენს  შეშუპების, ტკივილის, სიმძიმის, წვისა და დისკოფორტის სწრაფ კუპირებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავლენს სამკურნალო ეფექტს. „ვარიქსინალის“ მიღების ფონზე უმჯობესდება სარქველოვან აპარატის ფუნქცია, სისხლძარღვის სტრუქტურა, კუნთოვანი და სისხლძარღვოვან ტონუსი,  სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაცია. შედეგად კი ხდება დაავადების გართულებისა და ტროფიკული წყლულების განვითარებისაგან დაცვა. აღსანიშნავია „ვარიქსინალის“ მაღალი უსაფრთხოება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც.  მე მას როგორც ამბულატორიულ, ასევე პოსტ-ოპერაციულ პაციენტებშიც აქტიურად ვიყენებ. შედეგით ნამდვილად კმაყოფილები ვართ მეც და ჩემი პაციენტებიც.

წყარო: http://beautymagazine.ge/