როგორ დავიცვათ თავი გველის ნაკბენისგან?
თარიღი: 16 ივნისი, 2026
გველის ნაკბენი
როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ?
ყოვლად დაუშვებელია!
არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან
არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი
არ დაადოთ ლახტი ან ყინული
არ დაამუშავოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით
არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი
პირველი დახმარება
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112)
დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე
მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა
უზრუნველყავით სითხის მიღება
კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე
სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა
მნიშვნელოვანია თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ.
პრევენცია — როგორ ავიცილოთ თავიდან
სწორი ჩაცმულობა - გველების სავარაუდო არეალში ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი
გამოიყენეთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე — ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ
იყავით ფრთხილად ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს" ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე.
აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.
გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!
(სადაც მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ანტიტოქსიკური შრატები)