Nuk
რა იწვევს ბრონქოსპაზმს ზამთარში

თარიღი: 07 თებერვალი, 2020

რა იწვევს ბრონქოსპაზმს
ზამთარში, ცივი და მშრალი ჰაერის ჩასუნთვის დროს ხდება სასუნთქი გზების გამოშრობა, რაც იწვევს ზედმეტად მგრძნობიარე ბრონქების გაღიზიანებასა და შეშეუპებას. ცივი ჰაერი, ასევე იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას ორგანიზმში, რომელიც წარმოადგენს იგივე ქიმიურ ნივთიერებას, რაც ალერგიული რეაქციების დროს გამოიყოფა! ჰისტამინს შეუძლია გამოიწვიოს მსტვინავი ხიხინი და ასთმის სხვა სიმპტომები

რა იწვევს ნახველის დაგროვებას
ჰაერსავალი გზები ლორწოს ფენითაა დაფარული, რომელიც გვეხმარება არაჯანსაღი ნაწილაკების მოშორებაში. ჩვენი სხეული უფრო მეტ და უფრო სქელ ლორწოს აწარმოებს ცივ ამინდში, ვიდრე ჩვეულებრივში, რაც იწვევს ნახველის დაგროვებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელიწადის ცივ დროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავცელებაც პიკურია ,რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ბრონქოსპაზმი, ასთმის გამწვავება ან თავად ვირუს-ინდუცირებული ასთმა.

ალერგოლოგის რჩევა:
ცივ ამინდში გარეთ გასვლისას შეიფუთეთ, ატარეთ შარფები შესუნთქული ჰაერის გასათბობად და დასატენიანებლად; მიიღეთ მეტი სითხე, რაც დაგეხმარებათ ლორწოს გათხიერებაში და შესაბამიდას ფილტვებიდან ადვილად ამოღებაში; სიცივეში ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე, გახურდით 5-10 წუთის განმავლობაში და ასევე ეტაპობრივად დაასრულეთ აქტივობა; ხშირად დაიბანეთ ხელები, გრიპის ეპიდემიის დროს მეორიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!

"ცოდნა გვიცავს- ერთად ვმართოთ ალერგია"

წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი