"მარდალეიშვილის სამედიცინო ფგუფმა" უახლესი სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი ოფიციალურად გახსნა
"მარდალეიშვილის სამედიცინო ფგუფმა" უახლესი სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი ოფიციალურად გახსნა


თარიღი: 19/11/2019

"მარდალეიშვილის სამედიცინო ფგუფმა" თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, უახლესი სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი ოფიციალურად გახსნა.

ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას. აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა უზრუნველყოფს მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ აღჭურვილია GENERAL ELECTRIC-ის უახლესი თაობის აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

☎ 2430100

✉ მისამართი: თამარაშვილის ქ.#4