კლორანი - პიტნის ექრაქტზე დამზადებული თმის და სკალპის დამცავი შამპუნი / Klorane - Detox shampoo with aquatic mint
  • აღწერა: დამცავი შამპუნი დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისგან
  • მოცულობა: 200მლ
  • დანიშნულება: თმის მოვლა

პიტნის ექრაქტზე დამზადებული თმის და სკალპის დამცავი შამპუნი დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისგან


დანიშნულება:
შამპუნი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და ყოვლდღიური გამოყენებისთვის.

ის არ შეიცავს პარაბენს, ნატრიუმის ლაურილ სულფატს (SLS) და ნატრიუმის ლაურეს სულფატს (SLES),სილიკონს და ფენოქსიეთანოლს.

მისი ფორმულა არის ბიოდეგრადირებადი, მთლიანად მცენარეული წარმოშობის, ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ და აქვს ეკოშეფუთვა.

დამაბინძურებელი ნივთიერებების, მაგალითად როგორიც არის დაბინძურებული ჰაერი, სიგარეტის კვამლი და ა.შ , ზემოქმედება იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. ამას გარდა გარემოს ჭუჭყი ეწებება თმას, რის შედეგადაც ის ხდება უსიცოცხლო და გამომშრალი. ხოლო სკალპი ბინძურდება და განიცდის დიკომფორტს.

შამპუნის ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფორმულა უზრუნველყოფს უსიცოცხლო, დაბინძურებული თმის და სკალპის გასუფთავებას და დაცვას. მის შემადგენლობაში შემავალი პიტნის ექსტრაქტი აცილებს გარემოს ჭუჭყს ისე რომ არ იწვევს თმის ღერის გამორეცხვას და ინარჩუნებს სკალპის ბუნებრივ ბალანსს. პიტნის მენთოლი და სურნელი კი განაპირობებს მაცოცხლებელ და გამაგრილებელ ეფექტს. შედეგად სკალპი სუნთქავს და იბრუნებს კომფორტის შეგრძნებას, ხოლო თმა ხდება ბზინვარე და ჯანსაღად გამოიყურება.

გამოყენება:
წაისვითსველთმაზე, ააქაფეთდაკარგადჩამოიბანეთ