16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
„22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება“ – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება. პაციენტი სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.
კახეთის სოფელ ბაკურციხეში, ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქისთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.
ბოლო სიახლეები
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
137
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
134
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
192
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
226
ატოპიური დერმატიტი — როგორ მოვუაროთ კანს და შევამციროთ გამწვავების რისკი?
271