17 სექტემბერი – პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა
პაციენტების უსაფრთხოების მსოფლიო დღე
მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა „უსაფრთხო ზრუნვა ყველა ახალშობილზე“. კამპანიის მიზანი ახალშობილთა და ბავშვთა უსაფრთხო მოვლის გაუმჯობესება, მშობლებისა და მომვლელების ჩართულობის გაძლიერება, ასევე, პედიატრიული კვლევების ხელშეწყობაა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა, ამ მიმართულებიᲗ, ქვეყანაში არსებულ მიღწევებსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებიᲗ, სამინისტრო მზად არის, სამედიცინო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, სამომავლოდ, პაციენტთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
პერინატალურ, ნეონატალურ თუ პედიატრიულ მიმართულებებში, პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ. პრეზენტაციაზე, ყურადღება გაამახვილა, ამ მიმართულებებით, სახელმწიფოს ხედვებსა და არსებულ პროგრამებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა პაციენთა უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს. იმსჯელეს, ჩვილᲗა, დედათა და ბავშვთა უსაფრთხოდ მოვლისთვის, ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და აუცილებელ ნაბიჯებზე.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
339