აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა.
ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში რა თქმა უნდა კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.
„ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,403
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?