ალერგიული კონიუნქტივიტი
კონიუნქტივიტის გამომწვევი მიზეზები
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი, თვალის ალერგიის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ის ვითარდება სეზონურად, როდესაც თვალის ლორწოვანი გარსი რეაგირებს მცენარეულ ალერგენებზე.
გამომწვევი მიზეზები და გამომწვევი ფაქტორები ამ სეზონზე არიან სარეველა მცენარეების (ზაფხულის ბოლო- შემოდგომა) მტვერი. ზოგჯერ შერწყმულია ალერგიულ რინიტთან („თივის ცხელება").
სიმპტომები (როგორც წესი, ორივე თვალი ზიანდება და ვლინდება შემდეგი ჩივილებით):
ქავილი (ყველაზე გამოხატული სიმპტომი - თითქმის ყოველთვის არსებობს);
კონიუნქტივის (თვალის თეთრი ნაწილის) სიწითლე;
ცრემლდენა (წყლიანი გამონადენი);
წვის შეგრძნება ან მსუბუქი დისკომფორტი;
ქუთუთოების შეშუპება;
წებოვანი ლორწოს გამონადენი (მაგრამ არა სქელი ჩირქი);
ხშირად უარესდება გარეთ ყოფნისას, მცენარეული მტვრის გავრცელების პიკურ დღეებში;
სეზონურობა:
ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს ჩნდება და მცენარის ყვავილობის სეზონის დასრულების შემდეგ ქრება;
ყოველწლიურად იჩენს თავს ერთსა და იმავე დროს;
შეიძლება ასოცირებული იყოს ცემინებასთან, სურდოსთან ან ცხვირის გაჭედვასთან.
დიაგნოზი:
თვალის გამოკვლევა: წითელი, შეშუპებული კონიუნქტივი; ზოგჯერ ქუთუთოების ქვეშ პატარა პაპულები;
ალერგენის დადასტურება კანის სინჯებით ან სისხლში დამნაშავე მცენარის მიმართ ანტისხეულების აღმოჩენით ან მოლეკულური დიაგნოსტიკით.
მკურნალობა, ცხოვრების წესი და პრევენცია:
მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს ბალახებთან (მოგზაურობისას საქარე მინები აწიეთ, გარეთ კი - ატარეთ მზის სათვალე);
სახლში დაბრუნებუსას არ დაგავიწყდეთ სახის, თვალების წყლით ჩამობანვა;
ცივი კომპრესები შვებისთვის;
გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი თვალებიდან ალერგენების გამოსადევნად;
არ დაგავიწყდეთ ალერგოლოგის მიერ დანიშნული პრეპარატების სეზონურად მიღება. სამუდამოდ განკურნებისთვის კი ალერგენსპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის (ალერგენებით მკურნალობის) დაგეგმვა!
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
340