ალერგიული რინიტის ზეგავლენა სმენაზე
ალერგიული რინიტი
სურდო, მრავალჯერადი ცემინება, სასის ქავილი-ალერგიული რინიტის გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა არსებობს ალერგიის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სიმპტომი - ყურების ქავილი და დაგუბება.
ევსტაქის მილი, ალერგიული რეაქციის გამო, შეიძლება შეშუპდეს, რაც იწვევს ზეწოლის შეგრძნებას, ტკივილს, სითხის დაგროვებას და ყურების დაგუბებას. ხშირად თან ახლავს ყურების ქავილიც.
სითხის ზეწოლამ ყურებში და სინუსურ არხებში, შეიძლება, ხელი შეუშალოს ხმის ტალღების ნორმალურ მოძრაობას, ასევე გამოიწვიოს ყურებში ხმაური, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევს სმენის დაქვეითებას.
თუკი, თქვენ ამ სიმპტომების გამო, მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს, რომელმაც გამორიცხა ყურის ინფექციური დაავადება, ხოლო სიმპტომები მაინც გრძელდება, შესაძლებელია, ეს იყოს ალერგიით პროვოცირებული მდგომარეობა.
მკურნალობა ინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე ანტიალერგიული საშუალებებით, რაც იძლევა კარგ შედეგს ყურის ალერგიული სიმპტომების ასალაგებლად.
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
599
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
266
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
245
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
270
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
304