სამედიცინო დახმარების განყოფილება აბასთუმანში
ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია, რომ ამბულატორია აღჭურვილია ტელემედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს.
ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“ რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რის შემდეგაც პაციენტი კონსულტაციასა და დანიშნულებას დისტანციურად იღებს.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკურორტო ზონაში კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი და პირველადი სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358