სააფთიაქო ქსელი "ავერსი" კორონავირუსული დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო აქციებს გთავაზობთ
სააფთიაქო ქსელი "ავერსი" კორონავირუსული დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო აქციებს გთავაზობთ
ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კომპანია "ავერსი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მომხმარებელს უპრეცედენტო აქციებს სთავაზობს:
35%-მდე ფასდაკლება იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებზე. ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ჰიგიენის წესების დაცვაა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის სტაბილურობა.
40%-მდე ფასდაკლება გრიპისა და გაციების დროს მისაღებ სიმპტომურ საშუალებებზე. ზამთრის სეზონზე სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები ისედაც გახშირებულია, რასაც წელს კორონავირუსული ინფექციაც დაემატა. მოსახლეობის მხარდასაჭერად "ავერსი" გრიპისა და გაციების დროს მისაღებ სიმპტომურ საშუალებებზე 40%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ.
ორივე შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და საჭიროების შემთხვევაში აპრილშიც გაგრძელდება.
"ავერსის" სააფთიაქო თარო გთავაზობთ ყოველდღიურ ფასდაკლებას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსული ინფექცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. “ავერსის” სააფთიაქო ქსელში მოქმედებს პროექტი პირადი საფთიაქო თარო, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ განსაკუთრებულ ფასდაკლებას ქრონიკული დაავადების სამკურნალო საშუალებებზე ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის. ჩამონათვალი მოიცავს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ნევროლოგიური, თვალის და სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
169
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
227
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
304
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,270
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
346