ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ

მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ

20 ოქტომბერი, 2026

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იგი ხასიათდება ჰაერის ნაკადის მუდმივი შეზღუდვით და ხშირად ვლინდება ხველით, ნახველის გამოყოფითა და ქოშინით. მიუხედავად მისი გავრცელებისა, ფქოდ-ის შესახებ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს არაერთი მცდარი წარმოდგენა, რომელიც ხელს უშლის დაავადების დროულ აღმოჩენასა და მართვას.

მითი 1: ფქოდ მხოლოდ მწეველებს ემართებათ

რეალობა: მოწევა ფქოდ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, თუმცა დაავადება მხოლოდ მწეველებს არ ემართებათ. რისკის გაზრდა შეუძლია თამბაქოს პასიურ მოწევას, ჰაერის დაბინძურებას, სამუშაო გარემოში მტვრისა და ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივ ზემოქმედებას. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების განვითარებას გენეტიკური ფაქტორებიც უწყობს ხელს.

მითი 2: ხველა და ქოშინი ასაკის მატების ჩვეულებრივი ნაწილია

რეალობა: ასაკთან ერთად ფიზიკური შესაძლებლობების გარკვეული ცვლილება ბუნებრივია, თუმცა მუდმივი ხველა, ნახველის გამოყოფა ან ქოშინი ნორმად არ უნდა ჩაითვალოს. მსგავსი სიმპტომები შესაძლოა ფილტვის ქრონიკული დაავადების ნიშანი იყოს.


მითი 3. ფქოდ მხოლოდ ფილტვებს აზიანებს
შორს წასულ შემთხვევებში ფქოდ გვხვდება ბევრ თანმხლებ დაავადებასთან ერთად, მათ შორის გულის დაავადებები, პულმონური ჰიპერტენზია, ფილტვის კიბო, არტერიული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

მითი 4: თუ მოწევას შევწყვეტ, უკვე გვიანია

რეალობა: მოწევისთვის თავის დანებება სასარგებლოა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. მოწევის შეწყვეტა ამცირებს ფილტვების ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკს, ამცირებს გამწვავებების ალბათობას და დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

მითი 5: ფქოდ-ის დროს მკურნალობა არაფერს ცვლის

რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ ფქოდ სრულად განკურნებადი დაავადება არ არის, თანამედროვე მკურნალობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სიმპტომები, გააუმჯობესოს ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა და შეამციროს დაავადების გამწვავებები.

მითი 6. ფქოდ-ის დროს ვარჯიში შეუძლებელია
არსებობს პულმონური რეაბილიტაციის ცენტრები, სადაც სპეციალისტთან ერთად სწორად შერჩეული ვარჯიშებით  შეძლებთ გააძლიეროთ კუნთოვანი სისტემა, განსაკუთრებით დიაფრაგმა და მუცლის კუნთები, რაც საშუალებას მოგცემთ შეისუნთქოთ უფრო მეტი ჟანგბადი, შეამციროთ გამწვავებების რაოდენობა და გაიუმჯობესოთ  ცხოვრების ხარისხი

მითი 7: ინჰალატორის გამოყენება ნიშნავს, რომ დაავადება ძალიან მძიმეა

რეალობა: ინჰალაციური მედიკამენტები ფქოდ-ის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი გამოყენების აუცილებლობა ავტომატურად არ მიუთითებს დაავადების მძიმე სტადიაზე. სწორად შერჩეული ინჰალაციური თერაპია ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და სიმპტომების კონტროლს. მნიშვნელოვანია ინჰალატორის სწორად გამოყენების ტექნიკის ცოდნაც.

მითი 8: .ჟანგბადი ფქოდ-ის მხოლოდ ბოლო სტადიაზე გამოიყენება
როდესაც ექიმები გვირჩევენ ჟანგბადის გამოყენებას, ვფიქრობრთ რომ ეს დასასრულია.ზოგჯერ ის უბრალოდ კომპლექსური თერაპიის ნაწილია, ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას და ეხმარება ორგანიზმს მიიღოს მისთვის საციცხლოდ მნიშვნელოვანი, ჟანგბადი

მითი 9: ფქოდ- სასიკვდილო დიაგნოზი

ფქოდ არ არის სასიკვდილო განაჩენი. რამდენ ხანს იცოცხლებ ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მართავ მდგომარეობას. ფქოდ-თან ცხოვრება შესაძლებელია აქტიურად და სრულფასოვნად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება დროულად არის გამოვლენილი და სწორად იმართება. ინფორმირებულობა, მოწევის შეწყვეტა, ფიზიკური აქტივობა, მედიკამენტების სწორი გამოყენება და ექიმთან რეგულარული კონსულტაცია დაავადების კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფქოდ-ის შესახებ მითების დამსხვრევა დაავადების ადრეული აღმოჩენისა და ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია





სტატიის ავტორი

ანი მჭედლიძე

ანი მჭედლიძე

ფთიზიატრია-პულმონოლოგია

მედიკამენტი

კორივა

კორივა / Coriva

18მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №30 + ინჰალატორი №1
tiotropium bromide

კომპანია

აბდი იბრაჰიმი

აბდი იბრაჰიმი

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71
ავენი
ნუკი