„არ წაიყვანოთ ბავშვები მარკეტებში! გაიყვანეთ ქალაქგარეთ, სოფლებში“ - თემურ მიქელაძე მშობლებს აუცილებელ რეკომენდაციებს აძლევს
როგორ „არ წაიყვანოთ ბავშვები მარკეტებში! გაიყვანეთ ქალაქგარეთ, სოფლებში“ - თემურ მიქელაძე მშობლებს აუცილებელ რეკომენდაციებს აძლევსფსიქოლოგიური გამოწვევები პანდემიის დროს?
პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლების კორონავირუსის პანდემიის დროს სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. რჩევებს ის კლინიკა „მზიური მედის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:
„დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა! საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15 წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში! ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე!
ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები!
არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით!
მოარიდეთ ბავშვები 5-10- კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი !
არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთიდაიმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები!
დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები!
ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან)
არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!
წყარო: https://fortuna.ge/
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
200
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
238
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
287
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
360
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,437