არითმია როდის არის საშიში და როდის არა?
როდის არის საშიში არითმია?
ჩვეულებრივ, ჩვენი გული რითმულად და თანაბრად მუშაობს. თუმცა, ზოგჯერ ეს რითმი იცვლება: გულისცემა ხდება ძალიან სწრაფი (ტაქიკარდია), ძალიან ნელი (ბრადიკარდია) ან არარეგულარული. ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე არითმია ეწოდება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: არითმიის ზოგიერთი ფორმა სრულიად უვნებელია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ის სერიოზული დაავადების ნიშანია და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.
გახსოვდეთ: არითმია ყოველთვის არ ნიშნავს მძიმე მდგომარეობას, თუმცა მისი იგნორირება არასწორია.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს? თუ ხშირად აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
გულის ფრიალი (თითქოს გული "ამოვარდნას" ლამობს);
არარეგულარული პულსი (რიტმის გამოტოვების შეგრძნება);
თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვის შეგრძნება;
უეცარი სისუსტე და ჰაერის უკმარისობა.
გულის რითმის დარღვევის დროული დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს, პოტენციურად რთული მდგომარეობა მარტივად მართვად პრობლემად ვაქციოთ.
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, არითმიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე აპარატურითა და საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვით.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
595
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
266
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
244
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
270
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
303