არტერიული ჰიპერტენზიის კომბინირებული თერაპია - თანამედროვე სტანდარტები მტკიცებულებათა მედიცინის ჭრილში
2010 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო რედისონის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია “ნოვარტისის”, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე,,არტერიული ჰიპერტენზიის კომბინირებული თერაპია - თანამედროვე სტანდარტები მტკიცებულებათა მედიცინის ჭრილში”. კონფერენციას უძღვებოდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფ.ვახტანგ ჭუმბურიძე.
არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემა - მკურნალობის სტანდარტები ავადობა-სიკვდილობის პრევენციის კონტექსტში, წარმოადგენდა საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტის, პროფ. ბეჟან წინამძღვრიშვილის საუბრის ძირითად თემას. პროფ. წინამძღვრიშვილის ინფორმაციით, საქართველოში გულ-სისხლძარღვოვანი ავადობა-სიკვდილობის მზარდი ტენდენციაა, მიუხედავად კარდიოლოგიაში, როგორც მეცნიერებაში, აქტიური წინვლისა. არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიის კონტინუუმში იკავებს საკვანძო ადგილს და წარმოადგენს გართულებების განვითარების ძირითადი რისკის ფაქტორს.
თემა - კომბინირებული თერაპიის შერჩევის პრინციპები თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, განავრცო აკად. გ.ჩაფიძისსახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის ბლოკის ხელმძღვანელმა, მედ. მეც. დოქტორმა, ბ-მა არჩილ ჩუხრუკიძემ. აღინიშნა, რომ თანამედროვე რეკომენდაციების გათვასლისწინებით, არტერიული ჰიპერტენზიის მართვაში ძირითადი ადგილი უკავია სწორედ კომბინირებულ პრეპარატებს. ისინი განიხილება, როგორც პირველი რიგის თერაპია პაციენტებში II-III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიით და კარდიო-ვასკულური გართულებების მაღალი რისკით.
კომბინაციების შერჩევისას გასათვალისწინებელია ცალკეული კომპონენტების სინერგიული მოქმედების მექანიზმი, როგორც ეფექტურობის, ისე ამტანობის პროფილის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
დღესდღეობით არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ აგე ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად, ხასიათდებიან ეფექტურობისა და უსაფრთხოების ოპტიმალური პროფილით და აუმჯობესებენ კარდიოვასკულურ, ცერებროვასკულარულ და რენულ გამოსავლებს პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით.
აღინიშნა ასევე, რომ აგე ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერების მსგავსი ჰიპოტენზიური ეფექტის მიუხედავად, რეცეპტორების ბლოკერთა გამოყენება უზრუნველყოფს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის უფრო სრულყოფილ ბლოკადას, ამტანობის უკეთესი პროფილის ფონზე. აღნიშნულ თერაპიულ კლასს უპირატესობა უნდა მიენიჭოს პაციენტებში მეტაბოლური სინდრომით, შაქრიანი დიაბეტითა და ნეფროპათიებით. ამდენად, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერებისა და კალციუმის ანტაგონისტების კომბინაცია ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ ეტალონურ სტანდარტად არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. სწორედ ინოვატორულმა კომპანია “ნოვარტისმა” აქცია რეალობად ზემოხსენებული კომბინაციის იდეა - პრეპარატი ექსფორჯის სახით. ექსფორჯი წარმოადგენს უნიკალურ ფიქსირებულ კომბინაციას, რომელიც ერთ ტაბლეტში აერთიანებს ზემოხსენებული ანტიჰიპერტენზიული კლასების ორ მსოფლიო ლიდერს - კალციუმის ანტაგონისტ ამლოდიპინსა და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერ ვალსარტანს. ექსფორჯის უპირატესობებზე დეტალურად ისაუბრა კომპანია “ნოვარტისის” მარკეტინიგის მენეჯერმა, ბ-მაგიორგი ჩიქოვანმა. წარმოდგენილ იქნა არაერთი მაღალსარწმუნო კლინიკური კვლევა, რომლებიც ადასტურებს ექსფორჯის მძლავრ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტურობას და ამტანობის პლაცებოს იდენტურ პროფილს. ყოველივე ეს კი, თერაპიაზე ოპტიმალურ დამყოლობასთან ერთად, აქცევს ექსფორჯს პირველი არჩევის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებად ყველა პაციენტისთვის II-III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიით, მეტაბოლური სინდრომოთ, შაქრიანი დიაბეტითა და ნეფროპათიებით.
შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაზე, სპეციალისტები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ფიქსირებული კომბინაციები წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის ოქროს სტანდარტს, პრეპარატი ექსფორჯი კი საკუთარ თავში თვალსაჩინოდ განასახიერებს აღნიშნული მიდგომის ყველა უპირატესობას.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
150
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
106
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
229
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,500
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
119