ასთმისა და ფქოდის გამწვავების მიზეზები შემოდგომით
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
შემოდგომა წელიწადის ჯადოსნური დროა. ფოთლები ფერს იცვლიან, ჰაერი გრილი და ნოტიო ხდება. თუმცა ამ ჯადოსნურმა სეზონმა ასევე შეიძლება ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანებში გამწვავება გამოიწვიოს.
ტემპერატურის ვარდნასთან ერთად გრილმა ჰაერმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ნებისმიერ ადამიანს. შესაძლებლობის შემთხვევაში სჯობს ისუნთქოთ ცხვირით და არა პირით, რაც დაგეხმარებათ შესუნთქული ჰაერის გათბობაში და დატენიანებაში.
ადრე შემოდგომის პერიოდში, გარე სივრცეში არსებულ ალერგენებს (აეროალერგენებს) ემატება სახლში მობინადრე ალერგენების (კარშიდა ალერგენების) გააქტიურება.
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები:
ფოთლები - ასთმის მქონე პაციენტებისთვის ფოთლების უმანკო გროვამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების უცაბედი გამწვავება, რადგან ჩამოცვენილ ფოთლებზე, როდესაც ისინი სველდებიან, იზრედება და მრავლდება ობის სოკოები, რაც ასთმის გამამწვავებელი ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია.
გარდა ამისა შემოდგომის ტემპერატურა, ქარი, მაღალი ტენიანობა აადვილებს ობის სპორების გადაადგილებას ჰაერში და ისედაც მოქმედებს სასუნთქ გზებზე.
მტვრის ტკიპები ნესტიან ამინდში კიდევ უფრო კარგად გრძნიბენ თავს და აქტიურად მრავლდებიან, ამიტომ მტევრზე ალერგიული პაციენტებისთვისაც ეს სეზონი დაავადების გამწვავებასთან კავშირშია.
შინაური ცხოველები, კიდევ ერთი ალერგენია, რომლის ზემოქმედებაც აქტიურდება სასუნთქ გზებზე შემოდგომით, რადგან შინაურ ცხოველებთან ერთად მეტ დროს ვატარებთ დახურულ სივრცეში.
ამბროზია და ავშანი, კიდევ ერთი ძლიერი ალერგენია, რომელიც შემოდგომით გვხდება ჰაერში.
სახლის ხშირი განიავება და სველი წესით ზედაპირების ხშირი გაწმენდა დაგეხმატებათ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში.
დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად იღებთ ინსტრუქციის მიხედვით მაკონტროლებელ მედიკამენტებს და ყოველთვის გქონდეთ სწრაფი შვების ინჰალატორი, რომელიც სიმპტომების პირველივე ნიშნის დროს გამოგადგებათ.
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
339