ატოპური მარშის პრევენციის აქტუალური საკითხები
“ეგისი” წარმოადგენს წამყვან ჯენერიული პრეპარატების საწარმოს უნგრეთში, აგრეთვე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. იგი დაარსდა 1913 წელს. დღეს “ეგისი” მძლავრი, თანამედროვე ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის ყველა ტექნოლოგიური ხაზი პასუხობს ევროპულ სტანდარტებს. “ეგისი” დაკავებულია არა მხოლოდ ჯენერიული პრეპარატების წარმოებით, არამედ დიდ ყურადრებას ანიჭებს ახალი, ორიგინალური წამლების შექმნას, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას.
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, “ეგისი” გახლავთ სამეცნიერო საზოგადოებების აქტიური პარტნიორი. “ეგისი” უწევს ორგანიზებას საგამანათლებლო პროგრამებს ექიმებისთვის, ატარებს სოციალურ პროგრამებს მოსახლეობისთვის. ეს საკითხები ფართოდ გააშუქა კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა ბ-ნ ალექსანდრე პაპუკაშვილმა.
ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები გამოირჩევიან მეტი სელექტიურობით, შესაბამისად - მეტი სიმძლავრით და გაზრდილი უსაფრთხოებით. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ბოლო თაობის H1-ანტიჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის – ლევოცეტირიზინის ფარმაკოლოგიური და კლინიკური კვლევების მონაცემები, განხილული იყო ფართომასშტაბიანი 18 თვიანი კვლევა EPAAC - ის შედეგები ლევოცეტირიზინის ხანგრძლივად გამოყენების ეფექტურობა ზეატოპური დერმატიტის დროს. აგრეთვე ნაჩვენები იყო საქართველოში 'ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში' ჩატარებული ღია კვლევის შედეგები პირველი ლევოცეტირიზინის - პოლეზინის გამოყენებით.
პოლეზინის ბიოექვივალენტობის კვლევა, მისი განმასხვავებელი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, დოზირების მოსახერხებელი რეჟიმი სამედიცინო საზოგადოებას გააცნო კომპანია “ეგის”-ის რეგიონალურმა მენეჯერმა ქ-მა ხათუნა დგებუაძემ.
მონაწილეთა რეგისტრაცია
15:15 - 15:30
ეგისი - თანამედროვე მძლავრი უნგრული ფარმაცევტული საწარმო - ალექსანდრე პაპუკაშვილი, უნგრული ფარმაცევტული ქარხანა 'ეგისი' - ს რეგიონალური მენეჯერი
15:30 - 16:30
ატოპური მარშის პრევენციის აქტუალური საკითხები -მაია გოთუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი
16:30 - 16:40
პოლეზინი - მაქსიმალური დაცვა ალერგიის დროს -ხათუნა დგებუაძე, უნგრული ფარმაცევტული ქარხანა 'ეგისი' - ს რეგიონალური მენეჯერი
16:40
ფურშეტი
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
147
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
105
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
228
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,499
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
118