"ავერსი-რაციონალი" პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა
,,ავერსი-რაციონალს“ 2021 წლის 1 თებერვალს გადაეცა საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი, რომელიც, ადასტურებს საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს.
„ავერსი-რაციონალმა“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ.
გასულ წელს „ავერსი-რაციონალმა“ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში.
„ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები 2014 წლიდან არიან აკრედიტებულნი ISO 17025-ის მიხედვით. ისინი რეგულარულად, წარმატებით მონაწილეობენ EDQM-ისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში.
,,ავერსი-რაციონალი“ საქართველოში პირველია, ვინც ეს სერტიფიკატი მოიპოვა.
აღნიშნული ინსპექტირება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სავალდებულო მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება და ძალზედ საამაყოა, რომ ,,ავერსი-რაციონალმა“, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე საწარმომ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით რეჟიმში მოითხოვა აღნიშნული ინსპექტირების ჩატარება, რომელიც წარმატებით გაიარა.
გაცემული პირველი ნაციონალური GMP - სერტიფიკატი კომპანიისთვისაც და ზოგადად დარგისთვისაც, ისტორიული მნიშვნელობისაა.
აღნიშნული სერტიფიკატი, სხვა მანამდე არსებულ სერტიფიკატებთან ერთად, კვლავაც ადასტურებს "ავერსი-რაციონალის" და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს!
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
174
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
129
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
253
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,589
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
149