ბათუმის სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის 2–ე საერთაშორისო გამოფენა, 2017 წლის 21-23 აპრილი
21 - 23 აპრილს საგამოფენო კომპანია ,,EXPO BATUMI’’ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის მეორე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას "EXPOMED BATUMI 2017" ატარებს.
გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.
საერთაშორისო გამოფენა "EXPOMED BATUMI 2017" ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.
მოწვეული იქნება მეზობელი ქვეყნებიდან წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები.
თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.
მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, გაზეთი აჭარა და Caucasus Business Week.
სამი დღე სტენდის ქირაობა დაგიჯდებათ
9 კვმ დღგ -ს ჩათვლით 3186 ლარი.
12კვმ დღგ -ს ჩათვლით 4248 ლარი.
დიდ კვადრატობაზე გექნებათ ფასდაკლება.
ვიზიტორისთვის შემოსვლა თავისუფალია.
დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 599 46 88 56
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
175
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,394
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?