მიხეილ სარჯველაძე,ბერლინში, მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტზე
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტი
მიხეილ სარჯველაძემ, ბერლინში გამართული, მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, მალარიის მართვისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების სხვა საკითხებზე, პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, 2025წლის იანვარში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი - ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება.
ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებასა და სისტემური ბარიერების გადალახვაზეც იმსჯელეს. ისაუბრეს, სამომავლო გეგმებზე. ასევე, მთავრობების ხედვაზე, მალარიის თუ სხვა დაავადებების ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„საქართველოში გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კარგად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, სრულად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი და ანტიმალარიული პრეპარატები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პაციენტისთვის. ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები ყოველთვის მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, ანტიეპიდემიური ღონისძიებების შესასრულებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ასევე დაესწრო „ვირხოვის პრიზის“, გადაცემის ცერემონიას. ვირხოვის ფონდი, ყოველწლიურად, იმ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს აჯილდოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. 2025 წელს, ჯილდო, დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევებისთვის გაიცა. ცერემონიას ბერლინის მერი კაი ვეგნერი, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, მეცნიერები, პროფესორები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
149
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
106
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
228
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,499
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
119