B ჰეპატიტი - რა უნდა ვიცოდეთ?
დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს...
B ჰეპატიტი წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციურ დაავადებას, რომლის გამომწვევია B ჰეპატიტის ვირუსი (HBV). ვირუსული ინფექციის შედეგად ვითარდება ღვიძლის ანთებითი პროცესი, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმით.
B ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის გზით, სქესობრივი გზითა და ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე).
დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებულმა ადამიანმა, შესაძლოა, არ იცოდეს საკუთარი სტატუსის შესახებ. მწვავე B ჰეპატიტის დროს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დაინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში. შემთხვევათა 90%-ში მწვავე ჰეპატიტი გამოჯანმრთელებით სრულდება.
ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში, კლინიკური ნიშნები შესაძლოა წლების შემდეგ გამოვლინდეს, როცა ღვიძლი უკვე მძიმედ არის დაზიანებული. დაავადების ქრონიკულმა ფორმამ, შესაძლოა, ღვიძლის ციროზი, კიბო ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს, რაც სიკვდილის მიზეზი ხდება.
2024 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს. 2025 წლის მაისის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 024 პაციენტი.
გაიგე, გაქვს თუ არა B ჰეპატიტი! დაიცავი საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა!
დავასრულოთ ჰეპატიტები!
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,378