ბიზნეს ასოციაციასთან ვიდეკონფერენცია
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკის გახსნის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
ბექა ფერაძემ საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გააკეთოს განაცხადი შემოწმებაზე.
იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზუსტად იყოს დაცული სამუშაო ადგილებზე, რომელიც განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4845540?publication=0).
მთავრობის დადგენილებით, კომპანიების შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილტა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურები, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის მონიტორინგის პროცესის ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360