ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.
“როგორც ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეძლო დღეს აქ ყოფნა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაში „ევროპის გუნდი“, რათა მხარი დაუჭირონ პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში”, - აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
203
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
205
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
198
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
223
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
251