ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და ცხელი ხაზის მუშაობას გაეცნო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და სამინისტროს ცხელი ხაზის 15 05-ის მუშაობას გაეცნო.
უწყების ხელმძღვანელმა პანდემიის პირობებში პლათფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.
„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ გადამზადებული ექიმები, უმცროსი ექიმები და სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების მონიტორინგს და მეთვალყურეობას დისტანციურად ახორციელებენ, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფენ.
„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ შენობაში განთავსებისთვის და პანდემიის პირობებში გაწეული თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა სეუ-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა
ბოლო სიახლეები
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
200
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
281
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,106
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
326
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
706