გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა
გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა. დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის, ღუდუშაურის საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს 26 თანამშრომელს სიგელები პირადად გადასცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ყოველ მათგანს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ინციდენტი 16 აპრილს მოხდა. საძელეს მონაკვეთზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები დაშავდნენ. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ნაწილს სამედიცინო მომსახურება რეგიონული ჯანდაცვის გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღმოუჩინეს, ხოლო დანარჩენები სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა“ და „მედიქლაბჯორჯია“-ში გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა.
ავთანდილ თალაკვაძე - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი
ზაურ ჯიქია - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358