დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
„დღეს ჩვენ არა ქრომოსომებს, არამედ ერთად გაკეთებულ საქმეებს ვითვლით“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. მან ყურადღება შშმ პირების დასაქმების მზარდ სტატისტიკაზე, სოციალური ინტეგრაციის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა.
2017 წელს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 103 შშმ პირი დასაქმდა. ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. მის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების გამოვლენა, სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება, საშუამავლო და კარიერის დაგეგმვის მომსახურება ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 700.000 ლარს შეადგენს. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამა კი, მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებითა და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია და 2 090 000 ლარით განისაზღვრება.
„რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ ამ სახელწოდების დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილი, სხვა სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358