შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქ.ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქ.ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა განიხილავს 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს, რომელიც დასამტკიცებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადასცა.
"ჯანმრთელობა ყველასათვის: გზა საყოველთაო ჯანდაცვისაკენ„- ეს იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა. დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც მდგრადი განვითარების 2030 მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმაზე გაამახვილა.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ასამბლეა ქ. ჟენევაში წელიწადში ერთხელ იმართება და ის ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა. მასში მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია იღებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 71-ე ასამბლეა 21 მაისს გაიხსნა და კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358