დღეიდან მოქალაქეები ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც აიცრებიან
დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე სპეციალურად მოწყობილ, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან. იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქ.თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად მოინახულა.
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში დღეიდან მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
იმუნიზაცია მოქალაქისთვის სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი - დღეიდან, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360