2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს
ზურაბ აზარაშვილი: „2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს“
„როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანი, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ უკანასკნელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლარი იქნება და დაახლოებით, 150 მსურველი დაფინანსდება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროგრამა გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, გადამზადების ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე. პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
357