შიდა ქართლში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა
შიდა ქართლში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა, გარემონტდა და სრულად აღიჭურვა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები. განახლებული სივრცე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ დაათვალიერეს და ბენეფიციარების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
ირინე წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერაა. ამ მიზნით, სახელმწიფო, აქტიურად მუშაობს ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების განვითარებაზე.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით, იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფრის მოწყობა.
სააგენტოს მიერ, ძალადობის მსხვერპლთათვის, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება, იურიდიული, სამართლებრივი დახმარება, სამედიცინო მომსახურების მიღებაში მხარდაჭერა, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი - 116 006 - 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.
შიდა ქართლში, თავშესაფრის განახლებული სივრცის გახსნა ფონდი HumanDoc-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ პარტნიორობითა და პოლონეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ წლებში, დაწესებულებაში, გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, გალავანი, ეზოში განთავსდა ბავშვთა გასართობი სივრცე, აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგისა და იურისტის ოთახები
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
128
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356