ძუძუს კიბოს პრევენცია
ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაწარმომადგენლებს შორის, შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა, ის შესაძლებლობები განხილეს, რაც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.
მისი განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში, უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში აისახება.
ქართველი და უცხოელი ექსპერტების შექმნილი დოკუმენტი, ქვეყანაში, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სიკვდილიანობის შემცირებისთვის აუცილებელ სერვისებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს.
შეხვედრას პარლამენტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და ნინო წილოსანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
166
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
222
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
302
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,264
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
345