ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება, ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა. ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა - „ვისაუბრეთ სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, ისეთი როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე საქართველოში.“
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფისის დირექტორმა, მიტჩელ ვოლფმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. „რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველომ საზოგადოებივი ჯანდაცვის სისტემის შექმნის კუთხით უბადლო სამუშაოები ჩაატარა. გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ოფისის საქმიანობას სამომავლოდაც დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე.“
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში ნოემბერში დაიგეგმა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360