ეკტერინე ტიკარაძე: COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა ,რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5 მილიონი ლარი გამოიყო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, პანდემიის ზრდადი დინამიკის პარალელურად სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი განახორციელა. ტიკარაძეს თქმით, სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით,ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა.
„დღეს ამ ბრძოლაში 13 300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესია და სახელმწიფო თავის მხრივ მიმართავს ყველა შესაძლო გზას მედიკოსთა მხარდაჭერისთვის.სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით,ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა. ასევე, COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზრდა 50%-ით, რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5მლნ ლარი გამოიყო“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360