ელექტროენცეფალოგრაფია - თავის ტვინის ფუნქციის შეფასების მნიშვნელობა
ელექტროენცეფალოგრაფია რა არის?
რა არის ელექტროენცეფალოგრაფიის დანიშვნის ჩვენებები:
დადგენილი ეპილეფსიური გულყრა ან ეჭვი ეპილეფსიაზე
ძილის დარღვევა
გონების კარგვის ეპიზოდი
მეხსიერების დაქვეითება
თავის ხშირი ტკივილი, თავბრუსხვევა
შეკრთომები, წამიერი გათიშვა
პანიკური შეტევა
ქალა - ტვინის ტრავმა
თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნი
ინტრაკრანიალური, სუბდურული, ეპიდურული სიხლჩაქცევა
თავის ტვინის ინსულტი(ჰემორაგიული და იშემიური).
ეეგ კვლევა მნიშვნელოვანია ეპილეფსიის მკურნალობის პერიოდშიც, რათა გაკონტროლდეს პაციენტის მკურნალობის შედეგები და საჭიროებისამებრ მოხდეს ანტიკონვულსანტის დოზის კორექცია.
ILAE-მიერ ეეგ კვლევა ჩართულია აუცილებელ კვლევათა ნუსხაში . ეეგ-ს გარეშე ეპილეფსიის კლინიკური დიაგნოზის საბოლოო დადასტურება შეუძლებელია!
ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) არის თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობის კვლევის მეთოდი, რომლის დახმარებითაც ხდება თავის ტვინის ქერქის აქტივობის შეფასება.
ნევროლოგიაში ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) კვლევას ისეთივე ღირებულება გააჩნია, როგორც კარდიოლოგიაში ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).
თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანება მნიშვნელოვნად ცვლის ელექტროენცეფალოგრაფიის სურათს. განსაკუთრებით, თავის ტვინის სიმსივნე, ინსულტი, ტრავმული დაზიანება, სისხლჩაქცევები თავის ტვინში და მის გარსებში. აღნიშნული პრობლემის დროს შეიძლება გაჩნდეს ეეგ-ზე პათოლოგიური ცვლილებები, მათ შორის, გაიზარდოს თავის ტვინის ქერქის პაროქსიზმული აქტივობა. ნევროლოგის დროული კონსულტაცია ეეგ კვლევასთან ერთად პაციენტს დაეხმარება შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში.
ელექტროენცეფალოგრაფია(ეეგ) მეხსიერების დაქვეითების დიაგნოსტიკაში:
ეეგ მეხსიერების დაქვეითების დროს აქტიურად გამოიყენება. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კოგნიტური დარღვევები, მათ შორის, დემენციით დაავადებულთა რიცხვი, რომლის დროსაც ეეგ-ზე ვლინდება ბიოპოტენციალების დაქვეითებული აქტივობა. მსგავსი ხასიათის ცვლილებები გვხვდება თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანების დროს. პროცესის პროგრესის შეჩერებისა და სწორი მკურნალობის სამართავად ელექტროენცეფალოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
აქვს თუ არა ეეგ-ს უკუჩვენება:
ელექტროენცეფალოგრაფიას უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია, კვლევა ტარდება ბავშვებსა და ორსულებში.
ერთადერთი, რაც მის ჩატარებას ზღუდავს, არის თავის ზედაპირზე ტრავმის, ან ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობის არსებობა.
წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
კლინიკა
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
197
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
159
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
272
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,655
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
169