ეოზინოფილები, მათთან ასოცირებული ალერგიული და სხვა დაავადებები
რა არის ეოზინოფილები?
ეოზინოფილები - ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) სახეობაა, რომლებიც სასიცოცხლო როლს ასრულებენ იმუნურ სისტემაში.
ეოზინოფილები ეხმარებიან ორგანიზმს პარაზიტებისგან დაცვაში ასევე ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეოზინოფილებს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ლაბორატორიაში გამოკვლევისას მათი გრანულები კაშკაშა ვარდისფერი საღებავით (ეოზინით) იღებება. "ეოზინ" (ეოს) ბერძნულად ნიშნავს გამთენიის სხივს, ვარდისფერს.
რაზე მიუთითებს ეოზინოფილების მაღალი რაოდენობა?
მწვავე ჰიპერეოზინოფილური სინდრომი, იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ლეიკემიის მსგავსია და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს;
ალერგიული დაავადებები, როგორიცაა: ასთმა, პოლინოზი, კვებითი ალერგია, ეგზემა და სხვა;
რეაქცია გარკვეულ მედიკამენტებზე;
ეოზინოფილური ეზოფაგიტი (საყლაპავის დაავადება);
ეოზინოფილური პნევმონია (ფილტვებში);
ეოზინოფილური კოლიტი (მსხვილი ნაწლავში);
აუტოიმუნური დაავადებები;
პარაზიტებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციები;
კუშინგის დაავადების ადრეული სტადიები (იშვიათი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს, თუ სისხლში კორტიზოლის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა გაქვთ);
ლეიკემია და სისხლის სხვა დაავადებები.
როგორ ხდება ეოზინოფილიის დიაგნოსტირება?
ექიმი-ლაბორანტები ეოზინოფილიის დიაგნოზს სვამენ სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით, რომელიც მოიცავს ლეიკოციტების დიფერენციალურ რაოდენობას და ეოზინოფილების აბსოლუტურ რაოდენობას. ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე, მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი ტესტები ეოზინოფილების მაღალი დონის მიზეზის დასადგენად.
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,403
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?