ფორკაპილი - ფრჩხილის სიჯანსაღე
არასაკმარისი კვება, სტრესი, გადატანილი დაავადებები - აისახება როგორც თმისა და კანის, ასევე ფრჩხილების მდგომარეობაზე
არაჯანსაღი ფრჩხილების პრობლემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ფრჩხილი ზიანდება როგორც სხვადასხვა ინფექციების, ასევე ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების შედეგად. არასაკმარისი კვება, სტრესი, გადატანილი დაავადებები - აისახება როგორც თმისა და კანის, ასევე ფრჩხილების მდგომარეობაზე. ამას ემატება ე.წ. გელ-ლაქის მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობა. არასწორად დამუშავება, ტრავმირება, დამწვრობა, უხარისხო მასალა და ა.შ.
ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე აქტუალური გახდა ისეთი საშუალებები, რომლებიც დაგვეხმარება ფრჩხილის სტრუქტურის გაუმჯობესებაში, ჯანსაღი ფრჩხილის ზრდაში. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას მიეკუთვნება პრეპარატი ფორკაპილი.
ფორკაპილი ფრანგული კომპანია არკოფარმას პროდუქტია, რომელიც 30 წელზე მეტი ისტორიისაა. ფორკაპილმა მიიღო #1 ბრენდის სტატუსი საფრანგეთში თმისა და ფრჩხილების მოვლისთვის განკუთვნილ საკვებ დანამატებს შორის. ფორკაპილი აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს, ასტიმულირებს ზრდას, ანიჭებს სიმტკიცეს, სიჯანსაღეს და ბზინვარებას. მის შემადგენლობაში შედის გოგირდის შემცველი ამინომჟავები - ცისტეინი და მეთიონინი. ასევე ვიტამინები და მინერალები.
ცისტეინი და მეთიონინი აუცილებელია თმისა და ფრჩხილების სიმტკიცისა და სიძლიერისთვის. მეთიონინი წარმოადგენს კერატინის სინთეზის აქტივატორს, ხოლო ცისტეინი ზრდის თმის ღერის დიამეტრს და ასტიმულირებს მის ზრდას. ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) და B9 (ფოლიუმის მჟავა): აუცილებელია კერატინის სინთეზისთვის. ისინი მონაწილეობენ ამინომჟავების - ცისტეინისა და მეთიონინის მეტაბოლიზმში. ვიტამინი B8 (ბიოტინი) და ვიტამინი B5: ასტიმულირებს თმის ფოლიკულს, ხელს უწყობს თმის ღერის ზრდას. აქვს ანტისებორეული მოქმედება. ვიტამინი D3 - ებრძვის თმის სიმშრალეს, არეგულირებს მის ჰიდრატაციას და ანიჭებს ბზინვარებას, მოქმედებს კერატინოციტებზე და ასტიმულირებს თმის ღერის ზრდის ციკლს. თუთია - არეგულირებს 5 ალფა-რედუქტაზას, აქვს ანტისებორეული მოქმედება. თუთიის დეფიციტი იწვევს თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევადობას.
არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34
საიტზე https://arkopharma.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
147
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
106
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
228
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,499
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
118