ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ხელმძღვანელი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძემ ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.
ირაკლი დავითაშვილს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი.
მინისტრმა, გაწეული მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და პროდუქტიული მუშაობისთვის, მადლობა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ჩაკვეტაძესაც გადაუხადა.
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
148
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,379