„ნიუ ჰოსპიტალსი“ ქართველ ექიმებს გაცვლითი პროგრამით საფრაგეთის ჰოსპიტალში მიავლენს
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ქართველ პედიატრებს ფრანგი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საფრანგეთში, „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალში“ გაგზავნის და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პედიატრიულ განყოფილებაში დაასაქმებს.
ქართველი ექიმების ცოდნის გაღრმავების ეს პროგრამა, „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალსა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის მემორანდუმით არის გამყარებული, რომელიც 2018 წელს გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს სამედიცინო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივ კვლევებს და სხვადასხვა სასწავლო პროექტების ორგანიზებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. დაგეგმილი პროექტები დიდ წვლილს შეიტანს ქართველი ექიმების ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში, რაც მნიშვნელოვნად აისახება პაციენტებზე ზრუნვის პროცესებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
„არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალი“, საფრანგეთში, ქალაქ არპაჟონში 1983 წელს დაარსდა და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მრავალპროფილურ კლინიკას წარმოადგენს. ჰოსპიტალში არსებული კვლევითი ცენტრი და სერვისები მოიცავს მრავალ სამედიცინო მიმართულებას, მათ შორის პედიატრიას, კარდიოლოგიას, ონკოლოგიას, ოფთალმოლოგიას, ოტო-რინო-ლარინგოლოგიას, უროლოგიას, ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, ქირურგიას, და სხვა დაავადებების მართვას.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს და მუდმივად ზრუნავს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.
კლინიკა
ნიუ ჰოსპიტალსი
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
145
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
210
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
290
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,228
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
338