გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა.
კომპიუტერებით სრულად აღიჭურვება სოფლის ამბულატორიები, პერსონალს კი საშუალება მიეცემათ მუდმივ რეჟიმში გაეცნონ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ინფორმაცია მიიღონ ვაქცინაციებისა და სკრინინგის შესახებ.
სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის და ტექნიკით აღჭურვის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია, როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.
ჯანმო-ს საქართველოს ოფისი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვა, მოახდინოს ახალი მოდელების დანერგვა, განსაკუთრებით ტელემედიცინის განვითარება, რაც ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად შეამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს გახდის.
შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ცენტრი დონორი ორგანიზაციების დახმარებით 1000-მდე სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. გასულ წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის ექიმებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ონლაინ ფლატფორმა დაინერგა, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360