როგორ მოქმედებს გაზაფხული ატოპიურ დერმატიტზე?
გაზაფხული და ატოპიური დერმატიტი
როგორ მოქმედებს გაზაფხული ატოპიურ დერმატიტზე?
ატოპიურ დერმატიტს, როგორც ბევრ სხვა დაავადებას, ახასიათებს გაზაფხულზე გამწვავება.
გამწვავება დაკავშირებულია: ამინდის ცვლილებასთან, ტემპერატურის მკვეთრ მატება-კლებასთან, ჰაერში ტენიანობის ცვლილებასთან. ჰაერში მატულობს ხე-მცენარეთა მტვრის მარცვლების გამოფრქვევა და გავრცელება, რაც თავის მხრივ ამწვავებს ატოპიურ დერმატიტს.
ატოპიური დერმატიტის გამწვავებას, ასევე ხელს უწყობს ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც ხანგრძლივი სიცივეების შემდეგ გაზაფხულზე იჩენს თავს.
ატოპიური დერმატიტის ძირითადი სიმპტომებია:
სიწითლე
ქავილი;
გამოშრობა;
გაუხეშება;
კანის წვა;
გასქელება;
შესაძლოა ბუშტუკოვანი გამონაყარიც.
პრაქტიკული რჩევები გაზაფხულზე ატოპიური დერმატიტის სიმპტომების შესამცირებლად:
კარგად დაიტენიანეთ კანი;
მნიშვნელოვანია გამოიყენოთ სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ბარიერის აღდგენას და ანთების შემცირებას.
გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები ყოველთვის, ვიდრე გახვალთ გარეთ, რადგან მზის ზემოქმედებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ეგზემის/ატოპიური დერმატიტის გამწვავება;
მოერიდეთ გარეთ გასვლას დამტვერვის პიკის პერიოდში, რადგან მცენარეთა მტვრის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები;
ეგზემა, კანის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რემისიის და რეციდივის პერიოდები. მნიშვნელოვანია, კანის მოვლის თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები კონტროლს ექვემდებარება;
მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე.
ტოპიური დერმატიტის გართულებისას, თუ ჩამოთვილი რეკომენდაციები არ არის ეფექტური და საკმარისი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
335
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
234
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
228
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
248
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
276