სემინარები GMP - ხარისხის სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით
რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტული საწარმოებისთვის, GMP - ხარისხის სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით სემინარებს მართავს
GMP - უსაფრთხო და ეფექტური წამლის წარმოების უზრუნველსაყოფად. კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ მწარმოებლებს ხვდება. 4 დღიანი სემინარის ფარგლებში, სააგენტოს ექსპერტები, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, GMP სტანდარტზე გადასვლისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. მოხდება GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის, ასევე სერტიფიკატის გაცემის წესებსა და პირობების გაცნობა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. ფარმაცევტული საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახა შალიკაძე, დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე, წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი და სააგენტოს ინსპექტორები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP/GDP სტანდარტების დანერგვა. ფარმაცევტულმა საწარმოებმა და დისტრიბუტორებმა ხარისხის სტანდარტზე გადასვლა ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე უნდა შეძლონ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა, დამატებითი შეღავათი არის განსაზღვრული იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
147
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
105
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
228
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,499
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
118