ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხების განხილვა
ფარმაცევტული საწარმოების GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგავლ მაგიდაზე. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაზბინესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ აზარაშვილმა GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა მოისმინა და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა. ადგილობრივ მწარმოებლებს GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება 2022 წლის ბოლომდე აქვთ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება იმპორტიორ კომპანიებსაც მოუწევთ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.
შეხვედრას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
156
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
213
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
292
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,234
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
338