გულის არტერიების ტომოგრაფია - მაღალდიაგნოსტიკური არაინვაზიური კვლევა
მაღალდიაგნოსტიკური არაინვაზიური კვლევა
კტ კორონაროგრაფია, ისევე როგორც, ინვაზიური კორონაროგრაფია, იძლევა გულის მკვებავი, გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების ნახვის და მათი შესაძლო შევიწროვების აღმოჩენის შესაძლებლობას.
გამოსახულება მიღებული კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია დათვალიერდეს სამგანზობილებიან სიბრტყეშიც.
რა დროს ჯობია კტ კორონაროგრაფიის ჩატარება:
როდესაც ეჭვი ჩნდება გვირგვინოვანი არტერიების ანომალურ განვითარებაზე;
როდესაც ადგილი აქვს გვირგვინოვანი არტერიების შევიწროვების დაბალი რისკის არსებობას;
გულის არეში არატიპიური შეგრძნებების არსებობისას, დატვირთვის სინჯის და სხვა ტესტების არაერთაზროვანი, ცუდად ინტერპრეტირებადი შედეგებისას;
გულმკერდის არეში ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში;
დატვირთვის ტესტის შედეგების გაუარესება დინამიკაში;
ახლად აღმოცენებული გულის უკმარისობა, დაბალი კუმშვადი ფუნქციით, როდესაც იშემიური დაავადების არსებობა დადსტურებული არ არის;
ზოგიერთი პაციენტისთვის არა კარდიული ოპერაციის წინ, კარდიული რისკის შესაფასებლად;
გვირგვინოვანი არტერიების შუნტების დათვალიერება
კტ კორონაროგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ისეთი დაავადებების პარალელური დიაგნოსტიკა, როგორიცაა მოცულობითი წარმონაქმნების გულმკერდის ღრუში, ფილტვებში, ფილტვების ატელექტაზი, ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია, აორტის ანომალიები, ძვლების და ხერხემლის ზოგიეთი პათოლიგიები და სხვ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან ჩასაწერად დაგვიკავშირდით:2 88 09 09
ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,370