ავერსის კლინიკას ეწვევა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ჰენინგ დრალე
გერმანელი პროფესორის მორიგი ვიზიტი ავერსის კლინიკაში!
2017 წლის აპრილში, ავერსის კლინიკას პროფესიული ვიზიტით ეწვევა მსოფლიოში ცნობილი, ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავჯდომარე, ქ. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ჰენინგ დრალე.
პროფესორი ჩაატარებს ოპერაციებსა და კონსულტაციებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, კიბოს მეტასტაზებისა და ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისათვის.
2016-2017 წელს, პირველად საქართველოში, ავერსის კლინიკაში, ენდოკრინული ქირურგიის დეპარტამენტში პროფესორმა ჰ. დრალემ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის მქონე რამდენიმე პაციენტს ჩაუტარა წარმატებული ოპერაციები. მათ შორის, კისრის ორმხრივი, ტოტალური ლიმფოდისექცია ერთ მომენტად, (ჰ.დრალეს მეთოდით).
მან აღნიშნული მეთოდი წარმატებით დანერგა საფრანგეთის, ინგლისის, პოლონეთის, ისრაელისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაციები ამ დრომდე არ ტარდებოდა.
აღნიშნული მეთოდით ოპერაციული მკურნალობის უნიკალურობა მდგომარეობს მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან კისრის ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთაში (მოიცავს კისრისყველა კომპარტმენტს, ლიმფური კვანძების ჯგუფს). ამავდროულად მიიღება მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტი.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით
ტელ: +995 599 33 78 28
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
126
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
140
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
231
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356