ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია
✔ჰიპერტენზიით დაავადებულთა ნაწილისთვის ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად, უმეტესობას კი ამასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც სჭირდება.
წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია!
►იყავით ფიზიკურად აქტიური - დღეში 30 წუთიან ვარჯიშს შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება.
► ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ჭარბად - მისი ჭარბად მოხმარება არის გზა მაღალი წნევის, ინსულტის, გულის რითმის დარღვევისა და უეცარი სიკვდილის რისკისაკენ.
►იკვებეთ ჯანსაღად - მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ჯანსაღი კვება ეხმარება ორგანიზმს თავი დაიცვას ისეთი დაავადებებისგან როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები.
► არ მიიღოთ მარილი დღეში 5 გრამზე მეტი - მარილის მოხმარების შემცირებით ყოველწლიურად შესაძლებელი იქნებოდა 1.7 მლნ ადამიანის გადარჩენა.
► უარი თქვით თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე - ის დაკავშირებულია არტერიული წნევის მატებასთან, ცვლის დაავადების მიმდინარეობას და ხშირად შენიღბულს, უსიმპტომოს ან ავთვისებიანს ხდის მას. გართულებები შესაძლოა აისახოს პასიურ მწეველებზეც.
ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია
მართე ჰიპერტენზია სწორი მკურნალობით !
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358